"ხაბეიშვილი უნდა ეცემათ მაგრად" - საუბრები გურჯაანის საკრებულოში, ძალადობის შემდეგ

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო დაკეტილია. მუნიციპალიტეტის შენობაში, სავარაუდოდ, ახლა ის პირები იმყოფებიან, რომლებიც საგარეჯოში ცოტა ხნის წინ ენმ-ის წევრებსა და ჟურნალისტებს დაესხნენ თავს.

საკრებულოს შენობასთან ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა, თუმცა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

ძალადობის მონაწილეების ჩაწერის მცდელობისას "მთავარმა არხი" შეესწრო იქ მყოფი ადამიანების საუბარს, რომლებიც გურჯაანში მომხდარ ძალადობას განიხილავდნენ.

"ხაბეიშვილი უნდა ეცემათ მაგრად", - ისმის ხმა ჩანაწერში, სადაც რამდენიმე ადამიანი ენმ-ის წევრებსა და ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი