ლვოვში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სამაშველო და გაწმენდითი ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
"სამწუხაროდ, ლვოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული ღამის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ქალის ცხედარი გამოიყვანეს. ვუსამძიმრებთ ახლობლებს, ტრაგედიის ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ", - წერს კოზიცკი.
შეგახსენებთ, რომ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში რუსეთმა წუხელ, 5 ივლისს მიიტანა.