
უკრაინელებმა რუსეთის ტყვეობიდან 45 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი დაიბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის ცნობით, სამოქალაქო პირებს შორის არიან "აზოვსტალის" ერთი თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი ხერსონიდან.
მისივე თქმით, დაბრუნებულებს შორის არიან "აზოვსტალის" მცველები, ასევე სამხედროები დონეცკიდან, მათ შორის ბახმუტის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებიდან.
ამასთან ერთად, უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა რუსების მიერ გატაცებული 6 წლის და 10 წლის ბავშვები.