
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "საქართველოში სურდათ, ესარგებლათ რუსეთში სამხედრო დაპირისპირებით".
ბჟანია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოც კი მოიწვია
„საღამოს შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, პრეზიდენტმა მოიწვია. ოპოზიცია ითხოვდა, რომ ესარგებლათ ამ ვითარებით, დაემყარებინათ კონსტიტუციური წესრიგი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში“, - ამბობს ბჟანია რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
ასლან ბჟანია ამბობს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების მიერ დაწყებული სამხედრო ამბოხის დროს რუსეთში, მოსკოვში იმყოფებოდა და ვითარება "შემაშფოთებელი იყო".
ცნობისთვის, პრიგოჟინის ამბოხების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა თუმცა "ოცნების" ხელისუფლებამ ამის საჭიროება ვერ დაინახა.