ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 200 000 ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 200 000 უკრაინელი ბავშვია დაკარგული.

"უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ არ ვიცით, სად არის 200 000 ბავშვი. ზოგი მათგანი დეპორტირებულია, ზოგი ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ცოცხალი", - თქვა ზელენსკიმ, ბულგარეთში ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი