პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს პასპორტის ჩაბარებასა ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს - ადვოკატი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გირაოს შეუფარდებს, მინიმალურ რაოდენობას. 

უფლებადამცველი ასევე ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საზღვრის კვეთის აკრძალვის მოთხოვნა.

ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს ორმაგი-საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. თავად გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა.

ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი