ბოლო 2-3 კვირაა მითვალთვალებენ, ჩაბურული მინებით არიან - ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები უთვალთვალებენ - განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთა და განმარტა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან.

„მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. [IPN]

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი