
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ბრალის წარდგენას ეხმაურება:
"გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიმპტომი და ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.
რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.
ჩემთვის ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა", - წერს ნიკა გავრამია.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, რპოკურატურა მას ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
ბრალდების მხარე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია დაცვის მხარის პოზიცია.