ქართული ოცნების მორიგი სიყალბე - მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგები გააყალბა. კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში გირჩის წევრები ამტკიცებდნენ, რომ დარბაზში ვეტოს დასაძლევად საჭირო დეპუტატების რაოდენობა არ იმყოფებოდა. შედეგების გადათვლის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ იგნორირებით უპასუხა. ფაქტზე არც სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებს გაუმახვილებიათ ყურადღება. დღეს "გირჩი" გაყალბების ფაქტის დამტკიცებას ცდილობს, ქართული ოცნების დეპუტატები კი უხერხულად თავს იმართლებენ. თუმცა სხდომათა დარბაზში კენჭისყრის მომენტში გადაღებული კადრები ადასტურებს - 73 დეპუტატით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლებელია.
იხილეთ: