დავით არახამიას პასუხი ირაკლი კობახიძეს. რადას უმრავლესობის ლიდერი ქართლი ოცნების თავმჯდომარეს ღიად ამხელს კრემლთან თანამშრომლობაში და ოკუპანტ სახელმწიფოში გაქცევას უწინასწარმეტყველებს. არახამიამ კობახიძეს ხისტი განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა ზელენსკის მთავრობის გავლენიანი პოლიტიკოსი უსამშობლოდ მოიხსენია მიზეზი კი ისევ ოლიგარქი ივანიშვილია, რომლის დასასანქცირებლადაც ოფიციალური კიევი აქტიურად იწყებს მუშაობს. თუმცა ომში მყოფი ქვეყნის ლიდერები ოცნების ოდიოზური ლიდერის ერთად ერთი სამიზნე არ არის. კობახიძე სტრატეგიული მოკავშირეების შანტაჟსაც არ ერიდება და კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში იმუქრება.