აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს - CNN

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები 7 ივლისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის უწყებიდან ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ გასულ კვირას განიხილავდა აღნიშნული საბრძოლო მასალის უკრაინაში გაგზავნის საკითხს.

როგორც ოფიციალური პირები CNN-თან განმარტავენ, უკრაინაში ბრძოლის ველზე პირობების შეცვლამ აშშ აიძულა, ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა დაეწყო.

კასეტური საბრძოლო მასალები აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რადგან ისინი ბომბებს დიდ ტერიტორიაზე ავრცელებენ. ბომბა შესაძლოა ადგილზე დარტყმის დროს ვერ აფეთქდეს და ნაღმების მსგავსად, გრძელვადიანი რისკი შექმნას. აშშ და უკრაინა ამ აკრძალვის ხელმომწერები არ არიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი