
უკრაინის ქალაქ ლვოვის ერთ-ერთ უბანზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
"ლვოვში ნანგრევების გაწმენდისას მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს . ნანგრევების 70% უკვე გაწმენდილია, სამაშველო სამსახურები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ", - დაწერა კოზიცკიმ.
ოკუპანტებმა ლვოვი 6 ივლისს დაბომბეს. თავდასხმის შედეგად განადგურდა 30 სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ორი შენობა ბავშვთა სახლი და სკოლა. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური. შემთხვევის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.