
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ ღამით, რუსეთმა რეგიონს 6 "შაჰიდის" დრონით შეუტირა, რომლებიც უკრაინელემბა ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, დრონების ნამსხვრევები დაეცა მანქანას, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
"ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები მანქანას დაეცა, რომელიც გზატკეცილზე მოძრაობდა. სამწუხაროდ ორი ადამიანი დაიღუპა", - დაწერა მან.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა კერძო საწარმოს კრივოი როგის რეგიონში, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა.