ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ლვოვის ერთ-ერთ უბანზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპანტებმა ლვოვი 6 ივლისს დაბომბეს. თავდასხმის შედეგად განადგურდა 30 სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ორი შენობა ბავშვთა სახლი და სკოლა. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური. შემთხვევის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი