კიდევ 510 სამხედრო, 2 ტანკი, 17 დრონი - უკრაინის გენშტაბის მონაცემები რუსეთის დანაკარგზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 7 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 6 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 510 სამხედრო დაკარგეს, ასევე, განადგურდა 2 ტანკი, 17 დრონი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 232 810;
  • ​ტანკი - 4 070;
  • ჯავშანტექნიკა - 7 944;
  • საარტილერიო სისტემა - 4 330;
  • სარაკეტო სისტემა - 658;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 408;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 309;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 652;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 271;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 898;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 612.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი