გალს ახალგაზრდები ტოვებენ, შესაძლოა რეგიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს - "საზოგადოებრივი პალატის წევრი" ბჟანიას

გამოქვეყნდა:

ბოლო 20 წლის განმავლობაში ოკუპირებული გალის რეგიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა - ამის შესახებ ე.წ "აფხაზეთის ხალხთა კონგრესის თავმჯდომარემ" და ე.წ "საზოგადოებრივი პალატის" წევრმა, დავით ფილიამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ფილიას თქმით, ყველაზე ხშირად რეგიონს ახალგაზრდები ტოვებენ. მისივე მტკიცებით, ახალგაზრდები საქართველოში მიდიან, რადგან იქ "რუსული ენა მოთხოვნადი გახდა", გალელმა ახალგაზრდებმა კი რუსული კარგად იციან. 

"სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის დაშლამდე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 55 000 ცხოვრობს. ყველაზე მეტად ახალგაზრდები ტოვებენ. წელს რაიონში სკოლები 230-მა ადამიანმა დაამთავრა. ძალიან მეეჭვება, ვინმე დარჩეს ჩვენთან, რადგან მეზობელ ქვეყანას აქვს სპეციალური პროგრამა. ტრენინგის პერიოდში ადამიანები ურთიერთობენ სკოლის მოსწავლეებთან.

Რატომ ხდება? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა მოთხოვნადი ხდება და ჩვენი შვილები, მოგეხსენებათ, ყველა რუსულად საუბრობს“, - განაცხადა ფილიამ.

ფილიას თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 15,5 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა გალი. 

"ეს ძალიან დიდი ციფრია და ეს ძალიან გვადარდებს. გალმა მომავალში შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ არ ცხოვრობს. ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე და საიდან მოვიყვანთ ხალხს, რომელიც შეცვლის მათ ვინც გვტოვებს?" - ამბობს დავით ფილია. 

ფილია დარწმუნებულია, რომ გალელები სახლებს ტოვებენ ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნილი სიტუაციის გამო, რომელმაც ისინი "ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა". 

ფილია გალის მოსახლეობისთვის ე.წ "პასპორტების" აღების პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ იქ დაბადებულ ახალგაზრდებს არ აძლევენ "აფხაზურ დოკუმენტებს", ადამიანების უმეტესობას კი მხოლოდ ქართული პასპორტები აქვთ, რის გამოც ისინი ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად ზუგდიდში მიდიან. 

ფილიას თქმით, პრობლემურია აფხაზი მოსახლეობისთვის "ნამდვილი გვარების აღდგენის საკითხი".

შეხვედრაზე კომენტარი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა. როგორც მან თქვა, ფილიას მიერ ჩამოთვლილი პრობლემები "ნამდვილად არსებობს" და ის გალის რეგიონს მხარს დაუჭერს მათ მოგვარებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი