რუსეთში, სამარას რეგიონში ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად Telegram არხმა SHOT გაავრცელა.
შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
მათივე ცნობით, ქარხანაში სარემონტო სარემონტო სამუშაოების დროს აზოტის მილსადენი გასკდა და სწორედ ამან გამოიწვია აფეთქება.
სამთავრობო მედია "ტასი" წერს, რომ ინციდენტი ტექნიკური მილსადენის დემონტაჟის დროს მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი არ გაჩენილა.