პუბლიკა: "თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ანგარიშები დაუბლოკეს

გამოქვეყნდა:

გამოცემა "პუბლიკას" ინფორმაციით, "თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ანგარიშები დაუბლოკეს. კონკრეტულად რომელი პირების ანგარიშები, ან რამდენი ანგარიში დაიბლოკა, ცნობილი არაა.

ძალადობრივი ჯგუფები თანხას აგროვებდნენ "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ჩასაშლელად რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ასევე, ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის დასაორგანიზებელად. ანგარიშის ნომრები მათ სოციალურ ქსელებში ჰქონდათ გავრცელებული. 

"პუბლიკა" ამბობს, რომ ბანკები ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი