დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამავე ააიპ-ის დირექტორი - "მთავარმა" ძალადობაში მონაწილეები გაშიფრა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" მოახერხა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც გუშინ, საგარეჯოში თავდასხმის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ. მან ჟურნალისტ ია გულიაშვილს მიკროფონზე ღრუბელი მოუძრო და გადაადო, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და კამერა დაუზიანდა. 

ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მამუკა შაქარაშვილია. ის ამავე ააიპ-ის დირექტორის, თემურ ილაურის დის ქმარია. ორივე პირი დაპირისპირებაში იყო ჩართული. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შაქარაშვილი წარსულში საფლავების ძარცვისთვის იყო დაკავებული. ჩვენ ერთ საათზე მეტია ამ პირებთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ისინი კონტაქტურები არ არიან. 

კომენტარის გაკეთება არ სურთ საგარეჯოს საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნებსაც. ერთადერთი ვინც სატელეფონო ზარს უპასუხა თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ის ამტკიცებს, რომ მის თანამშრომლებს ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

"ჩვენი თანამშრომლები არ ყოფილან არცერთი. არავინ არ ყოფილან ჩემი აპარატიდან, საკრებულოს აპარატიდან ნამდვილად არ ყოფილან", - ამბობს ლელა მარიდაშვილი "მთავარ არხთან".

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რომლის აპარატსაც განცხადება მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

იოსელიანმა თქვა, რომ ძალადობას ემიჯნება და ომბუდსმენი, მისი მანდატის ფარგლებში მიადევნებს გამოძიებას თვალყურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაეხმარება უფლებების დაცვაში. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი