
ნიდერლანდებმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე გაავრცელა.
"მივესალმები ნიდერლანდების მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას. დავარქვათ მოვლენებს მათი ნამდვილი სახელი, სამართლიანობის გასაღებია და ამ საშინელი დანაშაულის განმეორების თავიდან აცილების გზაა. მადლობელი ვართ ნიდერლანდების, უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.
ნიდერლანდები 28-ე ქვეყანა გახდა, ვინც ჰოლოდომორი უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა.