საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა.

ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი