
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოს ელჩის ჩამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ მისი უკან არდაბრუნებით საქართველო ზარალდება:
"უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება.
დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს
ქართველი ხალხის მიმართ.
უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა." წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას 48 საათიანი ვადა მიეცა თბილისში დასაბრუნებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების დასაწყებად მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. უკრაინა მისი მოქალაქის გადაცემას ითხოვს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არ იქნება. შესაბამისად, უკრაინაში საქართველოს ელჩის ყოლის საკითხი ღიად რჩება.