NATO-ს წევრი ქვეყნები 3-ეტაპიან პაკეტს შეიმუშავებენ, უკრაინის ნატოსთან დასაახლოებლად - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები სამ-ეტაპიან პაკეტს შეიმუშავებენ, რათა უკრაინა ალიანსთან უფრო დაახლოვდეს.

როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე თქვა, პაკეტი მოიცავს მრავალწლიან მხარდაჭერის პროგრამას უკრაინის სამხედრო ძალებისა და NATO-ს შორის "სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად". ამასთან ერთად, მოკავშირეები შექმნიან NATO-უკრაინის საბჭოს "პოლიტიკური კავშირების გასაუმჯობესებლად" და ხაზს გაუსვამენ, რომ უკრაინა ნამდვილად გახდება NATO-ს წევრი. 

NATO-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ახალი საბჭოს ინაუგურაციის სხდომას შეუერთდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზელენსკი პირადად დაესწრება ღონისძიებას, თუ დისტანციურად ჩაერთვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი