"დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ" - სუს-ის უფროსის მოადგილე ანგარიშში "დესტრუქციული ძალების" ჩანაწერზე

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსის მოადგილის განცხადებით, "დესტრუქციული ძალების" შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში ოპოზიცია და პოლიტიკური ჯგუფები არ იგულისხმება, თუმცა ვინ იგულისხმება, ბატიაშვილი არც ამას აკონკრეტებს:

"ბრალდება ოპოზიციის მისამართით არ ყოფილა. პოლიტიკური ჯგუფები არ იყო აქ იყო პიროვნებები და ჯგუფები, აქტორები, სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფი შეიძლება ეს ყოფილიყო, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გეგმავდნენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ" ამბობს ალექსი ბატიაშვილი

სუს-ის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დასრულდა. ოპონენტები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს, თუ რატომ იქცა უწყება პოლიტიკური რეპრესიების იარაღად და რატომ არ რეაგირებს უსაფრთხოების რისკებზე უწყება, როცა ქვეყანაში რუსი მიგრანტების მზარდი ტალღა შემოდის, საოკუპაციო ზოლთან კი მოქალაქეების გატაცება დაუსჯელად გრძელდება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი