რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი „არასასურველად“ გამოაცხადა. ანალოგიური სტატუსი მიენიჭა მის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.
„Human Rights Watch-ის საქმიანობა მიზნად ისახავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილების აუცილებლობის შესახებ. Human Rights Watch-ს დაარსების დღიდან ახდენს რუსეთის ფედერაციისა და შეიარაღებული ძალების საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების პროვოკაციული საინფორმაციო დღის წესრიგი მიმართულია საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისკენ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Human Rights House Foundation აერთიანებს ადამიანის უფლებათა სახლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ჯგუფების ქსელებს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში.