
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას შეხვდა.
პრეზიდენტის გარდა ზელენსკი შეხვდება სლოვაკეთის პრემიერმინისტრს ჯუდოვიტ ედორსა და ეროვნული საბჭოს სპიკერს ბორის კოლარს.
"ჩვენს საიმედო მეზობელთან ერთად ვსაუბრობთ თავდაცვის მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, NATO-ს სამიტზე, მშვიდობის ფორმულაზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ვილნიუსში გასამართი NATO-ს სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტი ალიანსის წევრ რამდენიმე ქვეყანას ეწვია ვიზიტით. სლოვაკეთში ვიზიტამდე ზელენსკი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში.
როგორც ზელენსკიმ სამიტთან დაკავშირებით განაცხადა, უკრაინა მოელის "ნათელ სიგნალს" მისი მხარდამჭერებისგან ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის შემდეგ თურქეთში ჩავა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.