კონსულტაციები არ იქნება - საქართველო უკრაინაში ელჩს აღარ დააბრუნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურეს ნიშნულამდე იძაბება. საქართველოს ელჩი კიევში აღარ დაბრუნდება. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის მთავარი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. თბილისი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარს ამბობს, შესაბამისად კონსულტაციებისთვის სამშობლოში გამოგზავნილ დიპლომატს ზელენსკის მთავრობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

შეგახსენებთ, ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას 48 საათიანი ვადა მიეცა თბილისში დასაბრუნებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების დასაწყებად მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. უკრაინა მისი მოქალაქის გადაცემას ითხოვს, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არ იქნება. შესაბამისად, უკრაინაში საქართველოს ელჩის ყოლის საკითხი ღიად რჩება.  
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი