რუსების მიერ გატაცებული მოქალაქეები. სოფელ მეჯვრისხევთან, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, შეიარაღებულმა ოკუპანტებმა 6 მამაკაცი გაიტაცეს. სამხედროები ადგილობრივებს მდინარე მეჯუდას ხეობაში დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მამაკაცმა გაქცევა შეძლო. გატაცებულების ოჯახებმა ამ დრომდე არ იციან სად და რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები. საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან მათ არავინ დაკავშირებია. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე საქართველოს ათამდე მოქალაქე რჩება.