ლატვია აშშ-სთან პირდაპირ ფრენებს იწყებს - ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ლატვიის ავიახაზებს შეერთებულ შტატებში პირდაპირი ფრენების ნებართვა მისცა. ინფორმაციას ლატვიური გამოცემა LSM ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მარეგულირებელმა ლატვიას პირველი კატეგორიის რეიტინგი მიანიჭა. შემოწმება ექვს თვეზე დიდხანს გრძელდებოდა და ლატვიის სამოქალაქო ავიაციის ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა დადასტურდა.

Air Baltic-ის ხელმძღვანელმა, მარტინ გაუსმა  შეერთებულ შტატებში პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას "დიდი მიღწევა" უწოდა, რადგან ახლა "ყველა ლატვიურ ავიაკომპანიას შეუძლია შეასრულოს პირდაპირი ფრენები შეერთებულ შტატებში და უკან".

"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უხსნის შესაძლებლობას აშშ-ის მოქალაქეებს, უფრო სწრაფად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რიგის აეროპორტის გავლით", - განაცხადა მარტინ გაუსმა.

პირდაპირი ფრენების დაწყება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი