დაუშვებელია ძალადობა, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება.

როგორც ზურაბიშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მიუღებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

8 ივლისს დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტრო კომუნიკაციაშია ორგანიზატორებთან - შსს პრაიდზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი