500 დღე ომის დაწყებიდან - რუსეთმა 233 400 სამხედრო დაკარგა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 7 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 630 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 4 ტანკი, 16 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 233 440;
  • ​ტანკი - 4 074;
  • ჯავშანტექნიკა - 7 953;
  • საარტილერიო სისტემა - 4 346;
  • სარაკეტო სისტემა - 661;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 410;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 309;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 666;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 271;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 914;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 619.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი