აშშ-მ ქიმიური იარაღის მარაგი მთლიანად გაანადგურა - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა მთლიანად გაანადგურა ქიმიური იარაღის ბოლო მარაგი. როგორც Deutsche Welle წერს, ამას დაახლოებით 26 წელი დასჭირდა. 

"ვამაყობ, რომ დღეს ამას ვაცხადებ, აშშ-მა უსაფრთხოდ გაანადგურა საბრძოლო მასალის [ქიმიური იარაღის] ბოლო მარაგი. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით სამყაროს, რომელიც ქიმიური იარაღის საშინელებებისგან თავისუფალია," - ამბობს ბაიდენი.

ბაიდენმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის პირობა დადო და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ კონვენციას შეუერთდნენ. ამას გარდა, ბაიდენმა კონვენციის დარღვევაში რუსეთი და სირია დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით, რომელიც აშშ-ის სენატის მიერ 1997 წელსაა რატიფიცირებული, ქიმიური იარაღის მარაგები აშშ-მა და სხვა ხელმომწერებმა 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაანადგურონ. 

აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის განადგურება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა და ამას "ქიმიური იარაღის სრული განადგურებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი