ღამით ოკუპანტები კრივი-რიჰს დრონებით თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

8 ივლისს ღამით ოკუპანტები  დნიპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი-რიჰს დრონებით თავს დაესხნენ. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰეი ლისაკი ავრცელებს.

"ღამით მტერმა კრივი-რიჰს დრონებით დაარტყა, მათი სამიზნე  სასოფლო-სამეურნეო საწარმო იყო. ადგილზე ერთდროულად ორი ხანძარი გაჩნდა. მთლიანობაში ცეცხლმა 360 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, მაშველებმა ის ჩააქრეს. განადგურდა რამდენიმე საწყობი, დაზიანდა ტექნიკა და მანქანები", - წერს ლისაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი