ბრაზილიაში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 2 ბავშვია

გამოქვეყნდა:

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ რესიფეში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაღუპულებს შორის ორი - 5 და 8 წლის ბავშვია.

მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.

კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ნგრევა შესაძლოა ძლიერ წვიმებს გამოეწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი