ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მოითხოვს. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აგვისტოში თურქეთში რუსეთის პრეზიდენტი ჩავა, შეხვედრაზე კი საუბარი შეეხება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მარცვლეულის შეთანხმება მისი ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდეს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გაგრძელდება ყოველ სამ თვეში ერთხელ და არა ყოველ ორ თვეში. ჩვენ ამ მხრივ ძალისხმევას გავუწევთ და ვეცდებით მისი ხანგრძლივობა ორ წლამდე გავზარდოთ", - განაცხადა ერდოღანმა.

მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს გასდის. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ის შეთანხმების გაგრძელებას არ აპირებს და ითხოვს, რომ დაწესებული სანქციები მოიხსნას.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გუშინ, 7 ივლისს ჩავიდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ორი ქვეყნის ლიდერმა NATO-ს მომავალი სამიტი, უკრაინის მშვიდობის ფორმულა, უსაფრთხოების გარანტიები, მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინულ-თურქულ კომპანიებს შორის თავდაცვის კონტრაქტები განიხილა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი