ოკუპანტებმა ლიმანი დაბომბეს - დაიღუპა 6 და დაშავდა 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა შაბათს დილით ლიმანი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

"რუსული ტერორისტული ძალების მიერ ლიმანის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსებმა ქალაქს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. დაზიანებულია სახლი და მაღაზია", - წერს კირილენკო.

როგორც კირილენკომ აღნიშნა, ადგილზე პოლიცია მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი