„რუსული ოცნებისგან“ ამის მზაობას ვერ ვხედავთ - ცისკარიშვილი თეთრი სახლის მოწოდებაზე

გამოქვეყნდა:

„რუსული ოცნებისგან“ ვერც ერთი მიმართულებით ამის მზაობას ვერ ვხედავთ - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

„შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და რა თქმა უნდა, ამ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველოს როლი, ადგილი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო არ არის მხოლოდ ჯარების რეფორმირება, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური კავშირი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანაში იყოს მართლმსაჯულება და სხვა ინსტიტუციები დამოუკიდებელი ერთი კონკრეტული ოლიგარქისგან. 

სწორედ ამ ტიპის რეფორმების გატარებას სთხოვს შეერთებული შტატები და მთლიანად ნატო საქართველოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, სურვილი და მისწრაფება იმისაკენ, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში, დღევანდელ დღეს ვერც ერთი მიმართულებით, ვერც მეორე მიმართულებით „რუსული ოცნებისგან“ მზაობას ვერ ვხედავთ.“ - ამბობს ცისკარიშვილი.

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მოუწოდებს, წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ კომენტარში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი