
ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არავის აქვს მიზეზი საქართველოს ხელისუფლების განწყობების სერიოზულობაში დაეჭვდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამით თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ "ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება შეხსენება NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე.
"თუ ვინმე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან საქართველოს დღეს ამის შეხსენება სჭირდება, მე მინდა ვთქვა, რომ ის ცდება ამაში. იმიტომ, რომ მინდა ყველა დავარწმუნო, საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული, აი, სწორედ ეს კურსი, რომელზედაც ვსაუბრობდით, რომელიც ამავე ხელისუფლებამ ასახა სწორედ საქართველოს კონსტიტუციაში. მე არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მიზეზი დაეჭვდეს საქართველოს ხელისუფლების განწყობების სერიოზულობაში," - აცხადებს სარჯველაძე.
ასევე ნახეთ: