"აზოვსტალის" გმირები თურქეთიდან სახლში ბრუნდებიან - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ის ფეისბუქზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხეი ვოლინა, ოლეგ კომენკო, დენის შელგა მოინახულა და უკრაინაში საკუთარი თვითმფრინავით დააბრუნა:
"ჩვენ ვბრუნდებით თურქეთიდან და ვაბრუნებთ გმირებს სახლში.
უკრაინელი სამხედროები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შელდა. ისინი საბოლოოდ დაუბრუნდებიან საკუთარ ახლობლებს.დიდება უკრაინას!" წერს ზელენსკი და გმირებთან შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან აზოვსტალის დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ დენის პროკოპენკო გასული წლის სექტემბერში გათავისუფლდნენ. გათავისუფლების შემდეგ ისინი თურქეთში წაიყვანეს, სადაც მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფებოდნენ.
შეთანხმების საფუძველზე, ისინი ომის დასრულებამდე უკრაინაში არ უნდა ჩასულიყვნენ და თურქეთში დარჩენილიყვნენ, თუმცა დღეს მოცემულობა მოულოდნელად შეიცვალა.