"ლისზე მთლად ბოლომდე არ ავსულვართ... ჩვენი მანქანით წავედით" | ქუთაისის მერიის თანამშრომელი, ავთანდილ ტალახაძე

გამოქვეყნდა:

თბილისში, რადიკალების შეკრებაზე ქუთაისის მერიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. როგორც "მთავარმა არხმა" გაარკვია, ლისის ტბაზე დღეს მერიის თანამშრომელი, ავთანდილ ტალახაძეც იყო. "მთავარის" ჟურნალისტმა მას დაურეკა, დიმიტრი სამხარაძი ოფისის თანამშრომლად გაეცნო და ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა თბილისში. ტალახაძე "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ ის თბილისში, მმართველი პარტიის მითითებით იმყოფებოდა.

"მე ახლა ვარ გორში.. ახლახანს წავედი, გორში ვარ.. ლისზე სულ ბოლომდე არ ავსულვართ ჩვენ და ისინი ასულები იყვნენ. ჩვენ მარშუტკით არა, ჩვენ მანქანით ვიყავით.. მარშუტკით ისინი ვნახე, ვაჟა-ფშაველაზე, ცალკე იყვნენ მოსულები" - ამბობს ავთანდილ ტალახაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი