უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, 8 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 600 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 4 ტანკი, 11 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 234 040;
- ტანკი - 4 078;
- ჯავშანტექნიკა - 7 964;
- საარტილერიო სისტემა - 4 366;
- სარაკეტო სისტემა - 668;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 413;
- თვითმფრინავები - 315;
- ვერტმფრენი - 309;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 685;
- საკრუიზო რაკეტები - 1 271;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 929;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 628.