ლიმანზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონექცკის ოლქის ქალაქ ლიმანში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკო ავრცელებს.

რუსმა ჯარებმა ქალაქი ლიმანი 8 ივლისს დილით დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში კერძო სექტორზე მიიტანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, დონეცკის რეგიონში რუსეთის დაბომბვას თითქმის 1 600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 3 800-ზე მეტი კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი