ბათუმის სტადიონზე ენმ-ის წევრები ანტისაოკუპაციო წარწერებიანი მაისურების გამო არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ბათუმის სტადიონზე მატჩის საყურებლად ისინი ანტისაოკუპაციო თემატიკის წარწერებიანი მაისურის გამო არ შეუშვეს. როგორც დაცვის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს,  ეს "ფიფას" სტანდარტებთან შეუსაბამო იყო.

"დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და სუს-თან ათანხმებდა ე.წ. სტიუარდი ჩვენს შესვლას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს არის უეფას განკარგულება კი არა, სინამდვილეში ეს არის რუსული ოცნების განკარგულება, რომელიც აწარმოებს კრემლისტურ პოლიტიკას. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიღაცამ საქართველოში აგვიკრძალოს გიორგი ანწუხელიძის სიმბოლიკიანი მაისურის ჩაცმა," - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი წევრი.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი