პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ქალაქ ლუცკში წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარს ეწვია, სადაც ვოლინის ტრაგედიის დროს დაღუპულ მსხვერპლებს პატივი მიაგეს.

ლუცკში დუდას ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ იყო.

წინა ღამეს საკრებულომ გამოაცხადა, რომ მოძრაობა ძველი ქალაქის ქუჩებში, სადაც ეკლესია მდებარეობს, დაიხურება მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და ვოლინის ტრაგედიის 80 წლისთავთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ასევე ესწრებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე, ლუცკისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიხაილი  და უკრაინის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი