ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენი გზა NATO-სკენ აუცილებლად შემოკლდება | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია და, სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხშიც მიიწევს წინ. 

"უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ ეს, უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ," - წერს კულება Threads-ზე.

თუმცა, კულება პარტნიორებს სთხოვს, რომ უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.

"NATO-სთვის ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა გრძელდება და  გაგრძელდება შეუფერხებლად," - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი