"ფორმალურად დაიწყო გამოძიება" | "მთავარი არხის" ჟურნალისტი საგამოძიებოში იკითხება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი, ამ წუთებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. უწყებამ უკვე გამოკითხა ოპერატორი ზურა ჩხირკვია, რომელსაც გუშინ, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ თავს დაესხნენ.

მოძალადე ჯგუფებმა, რომლებიც გუშინ მედიის მიმართ აგრესიითაც გამოირჩეოდნენ, ჩვენს გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის გამო დაიბარეს ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

"ფორმალურად დაიწყო გამოძიება და ფორმალურად მეც მოვედი. რასაკვირველია, მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს. არ მგონია, რომ ეს იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მოძალადეები დაისჯებიან. იმიტომ, რომ რაც არ უნდა "ქართულ ოცნებას," ეს არასდროს ხდება. ის გარემოებაც არის შემაშფოთებელი, რომ მე, ჟურნალისტს, მჭირდება სამართალდამცველების დაცვა, იმისთვის, რომ ვიმუშავო. ეს არის წარმოუდგენელი. ის ადამიანი, რომელიც ზუკას გაუსწორდა ფიზიკურად, ის ადამიანი ჩანს კადრებში და პარალელურად, ჩვენ როდესაც თავს გვესხმოდნენ და განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდათ "მთავარ არხზე", როგორც კი მე და ზუკა დაგვინახეს. ჩვენთან ერთად რომ იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც გვიცავდნენ, ისინი უფრო მეტად ხედავდნენ. აი, მე, მაგალითად, ვერ დავინახე ვინ მომარტყა ფეხი, მაგრამ იმ პოლიციელმა, რომელიც მე მიცავდა, დაინახა," - ამბობს დეა მამისეიშვილი

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი