დასავლეთ იაპოინაში წყალდიდობის გამო, ორი ქალაქიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ქალაქ იზუმოში სულ მცირე 15 მეწყერი ჩამოწვა, მდინარეების ადიდების გამო დაზიანდა და დაიკეტა 20-მდე გზა.
არსებული ინფორმაციით, ქალაქში ერთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა. ადგილობრივმა პოლიციამ და მაშველებმა განაცხადეს, რომ მძღოლს ეძებენ. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა.