რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან უკრაინაში არსებული ვითარება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება განიხილა. ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებით იმუქრება. გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სასუქის უსაფრთხო ექსპორტს. კრემლი ამტკიცებს, რომ არ დაკმაყოფილდა რამდენიმე მოთხოვნა საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის შესახებ. კონტრაქტს ვადა 17 ივლისს ეწურება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 8 ივლისს განაცხადა, რომ დაიყოლიებს რუსეთს, ანკარასა და გაეროს შუამავლობით დადებული შეთანხმება სულ მცირე სამი თვით გაახანგრძლივოს.