ერთი გამოსავალი არსებული რეალობის გასარღვევად და ქვეყნის თუ ცალეკული ოჯახის ნახტომისებურად განვითარებისთვის განათლებაა. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება დგას განათლებულ მოქალაქეებზე, ნებისმიერი მდიდარი ეკონომიკა დგას ცოდნაზე და ნებისმიერი დაწინაურებული ცივილიზაცია დგას მეცნიერებაზე. თუ საზოგადოება წინ იყურება და მომავალზეა ორიენტირებული, მისი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს.
რუბრიკაში "ცხოვრება ევროპულად" დღეს უმაღლეს განათლებაზე უნდა ვისაუბროთ, და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც 23 წლის წინ გახდნენ ევროკავშირის წევრები. და სულ მცირე ამდენი წლით უკვე გაგვასწრეს განვითარებით, იმის მიუხედავად, რომ სასტარტო პოზიცია ზუსტად ერთნაირი გვქონდა.