საპოლიციო რეიდი მიმდინარეობს შიდა ქართლის მასშტაბით. პოლიციელები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებებს ამოწმებენ. სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა "მთავარ არხს" უთხრეს, რომ რეიდი ეჭვმიტანილის სამძებრო ოპერაციას უკავშირდება.
"მთავარის არხის" ინფორმაციით, რეიდი თელიანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეს უკავშირდება, ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია დანაშაულში მონაწილე პირების კვალზე ამ დრომდე ვერ გადის.
იხილეთ ასევე: